მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision"-ის წევრმა სალომე მღებრიშვილმა „Pranglimine - ზეპირი ანგარიში“-ს Onlain- ოლიმპიადის ფინალზე საქართველოს მასშტაბით (თავის კატეგორიაში -სასკოლო ასაკის ჯგუფში) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში ზეპირი მათემატიკური გამოთვლების უნარის განვითარებაა. პროექტს კომპანია “მიკსიკე” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს http://vm.ee/en. პროექტს საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Innovative Education Foundation.
წარმატებები სალომეს !
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა ეტალონის ოფიციალურ გვერძე. გთხოვთ იხ. ბმული: https://www.etaloni.ge/geo/main/index/35069?fbclid=IwAR1iqx-JkwEGa14tEnRPl5BfO1ft7NRj2jhLqmitif0KdCQwlO9TGNfTV5Q
Комментариев нет:
Отправить комментарий