მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მ/ წ 28 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კერძოდ კი," შემოქმედთა კლუბი"-ისა და ,,ეკო-Vision"-ის წევრების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა ეკოლოგიის თემაზე,სახელწოდებით ,,დედამიწა ჩვენი სახლია", რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სსმ მოსწავლეები . ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას არსებულ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით და მათი თვალით დანახულ პრობლემის მოგვარების გზების გამოხატვას.
Комментариев нет:
Отправить комментарий